понедельник, 9 июля 2012 г.

მაია ფეიქრიშვილი

პროექტის სახელწოდება:  ქართული ცეკვა;
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან ქართული ცეკვის ისტორიას, მის წარმოშობას, ტრადიციებს და ცეკვის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდებათ;
პროექტის აქტუალობა: ქართული ცეკვა მკვეთრად გამოხატული ხასიათით და მუხტით უვითარებს მოსწავლეებს ეროვნულ თვითშეგნებას და უყალიბებს ტრადიციისადმი პატივისცემის გრძნობას;
პროექტის მიზნები:მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს ქართული ცეკვის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას, საცეკვაო-შემოქმედებით უნარის განვითარებას, ურთიერთთანამშრომლობის და კომუნიკაციის განვითარებას, ისწავლიან საკუთარი კულტურის დაფასებას და მოხდება ფასეულობების გაძლიერება.
მონაწილეთა ასაკი: I-X კლასი;
ვადები/ხანგრძლივობა: 1 წელი;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ისწავლიან ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას და ინფორმაციის მოძიებას, შექმნიან ალბომებს, ელექტრონულ პრეზენტაციებს, გაუჩნდებათ ქართული ცეკვის შესწავლის სურვილი, ისწავლიან ცეკვას და მოაწყობენ ქართული ცეკვის საღამოს;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ისტ ტექნოლოგიები (კომპიუტერი), სახელმძღვანელოები;
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ინტერნეტით მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ცეკვის ისტორიის შესახებ, სხვადასხვა კუთხის ცეკვის შესახებ, განიმტკიცებენ ქართული ცეკვის მნიშვნელობას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, გაეცნობიან ქართულ საცეკვაო კულტურას, გაეცნობიან გამოჩენილ ქართველ მოცეკვავეთა ბიოგრაფიებს, ჩაწერენ ინტერვიუს, მოაწყობენ ცნობილ მოცეკვავეთა სურათების გამოფენებს, ქართული ცეკვის საღამოს, სადაც მოწვეული იქნება ადგილობრივი ქართული ცეკვის ანსამბლები;
საგნებთან/ესგ-სთან კავშირი: ფიზიკური აღზრდა, ქართული, გეოგრაფია, ისტორია, ისტ. ქართული ხალხური ცეკვის შესწავლა ემსახურება მოსწავლის ფიზიკურ და ესთეტიკურ განვითარებას, მოზარდ თაობაში ზოგადი კულტურის ჩამოყალიბებას, დახვეწილი გემოვნების, ღირსების გრძნობის, შრომისმოყვარეობის, საკუთარი თავის ფლობის უნარის განვითარებას;
პროექტის ხელმძღვანელი: მაია ფეიქრიშვილი;
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: maiafeiqrishvili5@gmail.com;
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: maiafeiqrishvili.blogspot.com.

Комментариев нет:

Отправить комментарий